თავდამსხმელმა ჟოაო ფელიქსმა "ატლეტიკოში" ადაპტაციაზე ისაუბრა და მადრიდულ გუნდში გადასვლისას თავის სატრანსფერო ფასზე გაკვირვება გაიხსენა.
"სატრანსფერო ფასი, 126 მილიონი ევრო ჩემზე ზეწოლას არ ახდენს. თუმცა, როდესაც კონტრაქტი გავაფორმე, გავიფიქრე და გამიკვირდა: "ნახე, 126 მილიონი ვღირვარ!"
სიმეონე მუდამ მასწავლის და ეს ჩემზე ნეგატიურად არ მოქმედებს, რადგან რაღაც-რაღაცები გამოსასწორებელი მაქვს. გამძლეობის გასაუმჯობესებლად მეტი მუშაობა მმართებს. რა თქმა უნდა, ყოველდღე ვუმატებ.
როდესაც გოლების გატანას დავიწყებ, ყველა საშუალება გამართლებული იქნება", - ციტირებს ფელიქსს A Bola.