გარდაცვლილი რეიესის შვილი ახალგაზრდული ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
ხოსე ანტონიო რეიესის ვაჟი ხოსე რეიესი აბუ-დაბიში ჩატარებული ახალგაზრდული ლა ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

მადრიდის "რეალის" მოზარდმა ფეხბურთელმა "სევილიას" წინააღმდეგ გამართულ ფინალში 4 გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში (5:3) უდიდესი წვლილი შეიტანა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ ხოსე ანტონიო რეიესი სევილიასთან ახლოს ავტოავარიაში დაიღუპა, ხოლო ხოსეს დედა და ბაბუა, Marca-ს ინფორმაციით, ტრიბუნებიდან თვალცრემლიანები ადევნებდნენ თვალს ფეხბურთელის დაჯილდოებას.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული