sport.es: "ბარსელონას" ტიერი ანრი ამ შემთხვევაში ჩაიბარებს...

AutoSharing Option
"მონრეალ იმპაქტის" მთავარი მწვრთნელი ტიერი ანრი, sport.es-ის ინფორმაციით, შესაძლოა, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გახდეს და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ვალვერდე კლუბთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს.

ანრის მხარეს რამდენიმე ფაქტორია: მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს "ბარსას" სპორტულ დირექტორ ერიკ აბიდალთან, რომელთან ერთადაც კლუბსა და ნაკრებში თამაშობდა. ასევე, ხშირი კონტაქტი აქვს "ბლაუგრანას" ლიდერ ლიონელ მესისთან, ასევე, სერხიო ბუსკეტსსა და ჟერარდ პიკესთან. ამას გარდა, დღევანდელ "ბარსელონაში" რამდენიმე ფრანგი თამაშობს.

ანრის "ბარსელონას" სტილის შესანიშნავ გამგრძელებლად განიხილავენ და კლუბის პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუც ძალიან დადებითად არის მის მიმართ
განწყობილი.

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ანრის საქმიანობას "მონრეალ იმპაქტში" დააკვირდება და თუ 2020 წლის ივნისში ერნესტო ვალვერდე კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძილვებაზე უარს იტყვის, სავსებით შესაძლებელია კატალონიური გრანდის მთავარ მწვრთნელად 42 წლის ტიერი ანრი მოგვევლინოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული