2020 წლის 12 ამოცანა - "ბარსელონამ" ლიონელ მესის სია გამოაქვეყნა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრესსამსახურმა ლიონელ მესისთვის 2020 წელს შესასრულებელი ამოცანების სია გამოაქვეყნა.

1. გახდა საუკეთესო ბომბარდირი ერთი გუნდის შემადგენლობაში და პელეს მიღწევას გადაუსწრო.

2. მეხუთედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

3. ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტიტული მოიგო.

4. ესპანეთის თასი მოიგო.

5. მორიგი, მეშვიდე "ოქროს ბურთი".

6. ზედიზედ მეოთხედ მოიგო "ოქროს ბუცი".

7. "პიჩიჩის" ჯილდოს რეკორდსმენი გახდე ("პიჩიჩის" ჯილდო ლა ლიგის ბომბარდირს გადაეცემა).

8. "ელ კლასიკოში" მონაწილეობის რეკორდი დაამყარო.

9. ერთი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი მოგებული ტიტულის მიხედვით რეკორდი დაამყარო.

10. "ბარსელონაში" ჩატარებული მატჩების რაოდენობით
რეკორდი დაამყარო.

11. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდე.

12. არგენტინის შემადგენლობაში კოპა ამერიკა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ მესი უკვე 2 იანვარს გამოვიდა საახალწლო არდადეგებიდან და ბაზაზე ვარჯიშობს. 4 იანვარს "ბარსელონა" ლა ლიგის მე-19 ტურში "ესპანიოლს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რაც მართალია მართალია, მაგარია ლეო მესი! არ უნდა ამას ბევრი ბაზარი.
goCa
14:30 03-01-2020
3
მიდი ლეო მიაწექიიიი! თუ მოინდომებ ყველაფერი გამოგივააააა!
3

სიახლეები პოპულარული