"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გუნდის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.
"ალენია "ბეტისში" გადავიდა. არ მეგონა, თუ ეს ასე უცბად მოხდებოდა, მაგრამ მას კონტრაქტში ასეთი ოფცია ჰქონდა. არა მგონია, ზამთარში კიდევ რომელიმე ფეხბურთელმა დატოვოს გუნდი.
რაც შეეხება არტურო ვიდალს, მისი საკითხი კლუბში განიხილება. ის არ შეიცვალა და პრობლემას ვერ ვხედავ.
არტურის არყოფნა მაღელვებს, ამას ვერ ვუარვყოფ. ვნახოთ, როდის შეძლებს მწყობრში ჩადგომას. მინდა, ისევე მალე მოახერხოს აღდგენა, როგორც გასულ წელს. ჩვენ ის ძალიან გვჭირდება", - ციტირებს ვალვერდეს As-ი.