"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა სეზონის მეორე ნახევარში გუნდის გეგმებზე ისაუბრა.
"შეიძლება 2020 წელს ვერაფერი ვერ მოვიგოთ? მთავარია ბოლომდე დავიხარჯოთ, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება. ვიღაც ლა ლიგას მოიგებს, ვიღაც ჩემპიონთა ლიგას, ხოლო დანარჩენები წარუმატებლები იქნებიან? მე ასე არ ვთვლი.
ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ძლიერი გუნდები მონაწილეობენ და ამ ტურნირზე გამარჯვება ძნელია. იგივეს ვიტყვი პრიმერაზეც, აქ პირველი ადგილის დაკავება რთულია", - განუცხადა ზიდანმა "მარკას".
"რეალი" ჩემპიონატზე მეორე ადგილზეა და ლიდერ "ბარსელონას" 2 ქულით ჩამორჩება.