"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ სუპერთასის ნახევარფინალური შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და ახალი ფორმატის შესახებ გააკეთა კომენტარი.
"საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთი ბიზნესად გადაიქცა და შემოსავლის ძიებაშია. სწორედ ამიტომ ვართ საუდის არაბეთში.
ეს სრულად განსხვავებული ფორმატია. ადრე ეს წლის პირველი თასი იყო, რომელიც სეზონს ხსნიდა, რაც მე ნორმალურად მიმაჩნდა.
ყველაფერი შეიცვალა და ვნახოთ, რა იქნება. ტურნირი მისი დასრულების შემდეგ უნდა შევაფასოთ. საინტერესო იქნება, 4 ყველაზე ძლიერი გუნდი იღებს მონაწილეობას, თუმცა სპორტული კუთხით, შეჯიბრების მიმართ იმედიანად განწყობილი არ ვარ.
უნდა გავიაზროთ,
რომ თანამედროვე ფეხბურთი არის ინდუსტრია, რომელშიც გამუდმებით ეძებენ შემოსავლის წყაროებს. ასე იყო წინა წელსაც, როცა ესპანეთის სუპერთასის შეხვედრა მაროკოში ჩავატარეთ", - განაცხადა ვალვერდემ.
გუშინ, 8 იანვარს, პირველ ნახევარფინალში "რეალმა" იმარჯვა; დღეს, 9 იანვარს კი, ერთმანეთს მადრიდის "ატლეტიკო" და "ბარსელონა" შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.