"ბარსელონას" მცველმა სამუელ უმტიტიმ შესაძლოა გუნდი ამ ზამთარს დატოვოს, - იტყობინება El Desmarque-ი.
წყაროს ინფორმაციით, 26 წლის ფრანგის სამსახურით ლონდონის "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულები.
მიმდინარე სეზონში უმტიტიმ ყველა ტურნირზე 7 მატჩი გამართა.