აბიდალი დოჰაში ხავის "ბარსელონას" მწვრთნელობაზე დასაყოლიელებლად დარჩა

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, "ბარსელონას" სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი და გენერალური დირექტორი ოსკარ გრაუ საუდის არაბეთში ჩავიდნენ, ხავისთან ორსაათიანი მოლაპარაკება გამართეს, 2.5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება და გუნდის დაუყოვნებლივ ჩაბარება შესთავაზეს.

ამის გამო უკმაყოფილო დარჩა "ალ სადის" გენერალური დირექტორი ტურკი ალი-ალი, რომელმაც განაცხადა, რომ ხავის კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აქვს და მათთან შეუთანხმებლად მოლაპარაკების წარმოება მიუღებელია.

ახლა კი As-ი იტყობინება, რომ აბიდალი და გრაუ დოჰაში დარჩნენ, "ალ სადისა" და "ალ რაიანის" მატჩს დაესწრებიან და ხავისთან და მის კლუბთან მოლაპარაკებას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული