ხავი და "ბარსელონა" - მწვრთნელი გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ალ სადის" მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი დღეს, 12 იანვარს მიიღებს გადაწყვეტილებას დარჩეს ყატარში ზაფხულამდე თუ ახლავე ჩაიბაროს კატალონიური გრანდი.

"ბარსელონას" გენერალური დირექტორი ოსკარ გრაუ და სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი დღეს ხავისთან ბოლო შეხვედრას გამართავენ. ისინი ეცდებიან "ბარსას" ყოფილი ნახევარმცველი დაყოლიებას დაბრუნდეს მშობლიურ კლუბში ზამთარშივე და 2.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმოს "ბლაუგრანასთან".

კლუბის წარმომადგენლების აზრით, ხავის გუნდის ზაფხულში ჩაბარება ურჩევნია, თუმცა იანვარში დაბრუნების შანსებიც არსებობს.

"ბარსელონას" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდეს ბედი ხავის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუ ერნანესი
"ბარსაში" წამოვა, ვალვერდეს ხვალ, 13 იანვარს გაათავისუფლებენ.

თუმცა, თუ ხავი ზაფხულამდე ყატარში დარჩენას გადაწყვეტს, ვალვერდემ, შესაძლოა, თავად დატოვოს კლუბი. მიუხედავად ფინანსური ზარალისა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული