"ბარსელონა" VAR-მა დაამარცხა თუ "ატლეტიკომ"? - "ბარსას" ორი გოლი გაუუქმეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 იანვარს, საუდის არაბეთში ჩატარებულ ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალში "ატლეტიკომ" "ბარსელონას" 3:2 მოუგო.

პირველ ტაიმში უპირატესობას "ბარსა" ფლობდა, რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე იან ობლაკი. შესვენების შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა კოკემ ანხელ კორეას პასი მიიღო და ბურთზე პირველივე შეხებით ანგარიში გახსნა - მეორე ტაიმის მე-19 წამზე! თუმცა მესიმ მალე გაიტანა საპასუხო გოლი.

შემდეგ ლეომ ისევ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ხოსე ლუის გონსალეს გონსალესმა ვიდეოგამეორება ნახა და დაასკვნა, რომ ბურთი ხელზე მოხვდა. მერე ანტუან გრიზმანმა კატალონიური გუნდი დააწინაურა,
ცოტა ხანში კი არბიტრმა ჟერარდ პიკეს გოლი გააუქმა, ვინაიდან VAR-მა არტურო ვიდალზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

სულ ტყუილად ჩიოდა ამ შეხვედრამდე "როხიბლანკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო, ადრე ერთი პრობლემა გვქონდა - მსაჯები, ახლა კი ორი გვაქვს, მსაჯები და ვიდეოგამეორებაო...

თითქოს "ბარსელონას" მოწინააღმდეგისთვის საქმე უნდა მოეთავებინა, მაგრამ მოხდა დაუჯერებელი რამ - ზედიზედ ორი გოლი გაუშვა და დამარცხდა. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია "ბარსას" დაცვის სუსტი თამაში და 84-ე წუთზე მსაჯის შეცდომა უკვე "ატლეტიკოს" საზიანოდ, როდესაც საჯარიმოში ბურთი პიკეს ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

12 იანვარს ფინალში ერთმანეთს "რეალი" და "ატლეტიკო" შეხვდებიან.

გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ პირველად დალაშქრა თავისი ყოფილი გუნდის კარი.

მესიმ "ატლეტიკოს" 40 მატჩში 31 გოლი გაუტანა.

"ატლეტიკომ" დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობისას "ბარსელონას" პირველად გაუტანა სამი გოლი.

"ბარსელონა" უკანასკნელ 21 წელიწადში პირველად დამარცხდა, როდესაც საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე იგებდა - 1998 წელს "ოვიედომ" 2:1 მოუგო და გოლები 85-ე და 90-ე წუთებზე გაუტანა.

ჯიდა. "მეფე აბდულა". 58 410 მაყურებელი
ბარსელონა - ატლეტიკო 2:3
გოლები: 0:1 კოკე (46), 1:1 მესი (51), 2:1 გრიზმანი (62), 2:2 მორატა (82, პენ), 2:3 კორეა (86)

მკითხველის კომენტარები / 22 /
ყველაფერი მიდის გვარდიოლას ბარსაში დაბრუნებისაკენ, რასაც ხელს შეუწყობს სიტიც, თუ რათქმა უნდა დამარცხდა ეს უკანასკნელი რეალთან. ამ შემთხვევაში გვარდიოლა ბარსაში ჩავა როგორც დიდი ალბათობით როგორც მხნელი
ზურა
16:39 10-01-2020
2
ანუ რეალისთვის ბარსასთან ფრე მოგების ტოლფასია, გასაგებია.
barsa
15:22 10-01-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული