"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ, რომელიც ამჟამად იაპონურ "ვისელ კობეში" თამაშობს, კომენტარი გააკეთა კატალონიური გრანდის ირგვლივ პრესაში დაწერილ ამბებზე.
"თუკი ყველაფერი ისე იყო, როგორც იწერება, კლუბი არასწორად მოქცეულა. მწვრთნელს ყოველთვის პატივისცემით უნდა მოეპყრა. ასეთი სიტუაცია ყველაზე დიდ ნეგატიურ ზეგავლენას მწვრთნელზე ახდენს.
ჩემთვის "ბარსელონა" სხვა ყველა კლუბისაგან განსხვავებულია და როცა იქ პრობლემებს ვხედავ, ეს ჩემთვის ადვილი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ვიცი, რაც ამ გუნდს შეუძლია.
რაც შეეხება ხავის, კუმანს, მათ სხვებზე უკეთ იციან, მზად არიან თუ არა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელობისათვის",
- მოჰყავს ინიესტას სიტყვები Onda Cero-ს.