ESPN: "ბარსელონამ", შესაძლოა, ახალდანიშნული მწვრთნელი ზაფხულში გაუშვას

AutoSharing Option
კიკე სეტიენი, რომელიც ახლახან დაინიშნა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, ზაფხულში კლუბს დაემშვიდობოს. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ESPN ავრცელებს.

61 წლის ესპანელთან კატალონიურმა გრანდმა კონტრაქტი 2022 წლამდე კი გააფორმა, თუმცა სქემა 0,5+1+1 წელს გულისხმობს.

ხელშეკრულების მიხედვით, "ბარსელონას" აქვს უფლება, ყოველი სეზონის ბოლოს გაათავისუფლოს მწვრთნელი დაკავებული პოზიციიდან.

აღსანიშნავია, რომ თუ სეტიენი "ბარსადან" ზაფხულში დაითხოვეს, ვალვერდესაგან განსხვავებით, კომპენსაციასაც კი ვერ მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმოიდგინეთ როგორ უყვართ რა გულშემატკივარი ყავს ბარსას, რომლის ძირითადი მიზეზი დიდი ალბათობით მესია და ამ კაცს რომ ვინმე გაუბედავს უზრდელობას, მხედველობაშია ატლეტიკოს ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც იგივე 19 წლის მესისაგან განსხვავებით 19 წლის ასაკში ჯერ მნიშვნელოვანი არ შეუქმნია და რომელმაც მიუხედავად ამისა მომავალში, ვიმეორებ მომავალში შეიძლება დიდი ფეხბურთიც ითამაშოს. ისე დღევანდელ ბარსას 20 წლის ასაკის ჩვენი ჩივაძე უპრობლემოდ მოერგებოდა
ზურა
12:36 14-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული