840.8 მლნ ევრო - "ბარსელონამ" გასულ სეზონში სარეკორდო შემოსავალი დააფიქსირა

AutoSharing Option
"ბარსელონა" საკონსულტაციო კომპანიის, Deloitte-ის ევროპული ტოპ-კლუბების რეიტინგის სათავეში მოექცა.

2018/19 წლების სეზონში "ბარსელონამ" 840.8 მლნ ევროს შემოსავალი მიიღო და ეს სარეკორდო თანხაა. "ბარსელონა" პირველია კონტინენტზე, რომელმაც 800-მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა.

ჯამში, ევროპის ყველაზე მდიდარმა 20-მა კლუბმა გასულ სეზონში 9.3 მლრდ ევრო გამოიმუშავა, რაც 11 პროცენტით მეტია გასული სეზონის ანალოგიურ მაჩვენებლზე (8.3 მლრდ ევრო).

2018/19 წლების სეზონის ევროპის ტოპ-20 კლუბი ასე გამოიყურება:

  1. ბარსელონა - 840.8 მლნ ევრო
  2. რეალი - 757.3
  3. მანჩესტერ იუნაიტედი - 711.5
  4. ბაიერნი - 660.1
  5. პსჟ - 635.9
  6. მანჩესტერ სიტი - 610.6
  7. ლივერპული - 604.7
  8. ტოტენჰემი - 512.1
  9. ჩელსი - 513.1
  10. იუვენტუსი - 459.7
  11. არსენალი - 445.6
  12. დორტმუნდი - 377.1
  13. ატლეტიკო - 367.6
  14. ინტერი - 364.6
  15. შალკე - 324.8
  16. რომა - 231
  17. ლიონი - 220.8
  18. ვესტ ჰემი - 216.4
  19. ევერტონი - 213
  20. ნაპოლი - 207.4

მკითხველის კომენტარები / 1 /
ზუსტად ამაშია საქმე ეს ხომ მესის დამსახურებაა და ამიტომაც არის იგი დასაფასებელი
ზურა
14:43 14-01-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული