ხავიმ "ბარსასთვის" უარის თქმის მიზეზი დაასახელა

AutoSharing Option
"ალ სადის" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა დაასახელა ის მიზეზი, რატომ განაცხადა უარი თავისი მშობლიური კლუბის, "ბარსელონას" ძირითადი გუნდის გაწვრთნაზე.

"დიახ, მე ნამდვილად მივიღე "ბარსელონადან" შემოთავაზება, რომლის წარმომადგენლებიც ერიკ აბიდალი და ოსკარ გრაუ იყვნენ. თუმცა ჩემთვის ამ გუნდის გაწვრთნა ჯერ კიდევ ადრეა. ამიტომაც უარი ვთქვი "ბარსას" მწვრთნელობაზე. თუმცა "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელობა ჩემს ოცნებად დარჩება.

ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ჯერ ოჯახის წევრებს და შემდეგ "ალ სადის" ფეხბურთელებს შევატყობინე. ისინი მიმდინარე მოვლენებს ადევნებდნენ თვალს. 3 დღის განმავლობაში მუშაობისთვის საუკეთესო პერიოდი არ მქონდა, თუმცა უკვე
მთლიანად ვარ ფოკუსირებული "ალ სადზე", - განაცხადა ხავიმ.

მომზადებულია Mundo Deportivo-ს მიხედვით

altროგორ მოხვდი მანდა? - გაიცანით "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი, რომელიც ჭადრაკისა და მესის ფანია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული