ვალვერდეს ღირსეული საქციელი - "ბარსელონას" ცრემლებით და კომპენსაციის გარეშე დაემშვიდობა

AutoSharing Option
გადაყენებული მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე "ბარსელონას" ბაზაზე მივიდა, პირადი ნივთები აიღო და ფეხბურთელებთან დამშვიდობებისას ცრემლები ვერ შეიკავა.

ვალვერდეს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდებოდა, კომპენსაციის აღება შეეძლო, მაგრამ თავის აგენტს უთხრა, რომ "ბარსაში" დაუვიწყარი ორწელიწადნახევარი გაატარა, ფული მისთვის მთავარი არ არის, არ უნდოდა ურთიერთობა გაეფუჭებინა და ხელშეკრულების უპრობლემოდ გაწყვეტა სთხოვა.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, აგენტი კლუბის გენერალურ დირექტორს ოსკარ გრაუს სასტუმრო "სოფიაში" შეხვდა და ყველა იურიდიული ფორმალობა მოაგვარა.

alt"ბარსელონას" პრეზიდენტმა ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების მიზეზი დაასახელა

alt"გეხვევით" - ლეო მესიმ ერნესტო ვალვერდეს გამოსამშვიდობებელი

სიტყვით მიმართა

altერნესტო ვალვერდეს გამოსამშვიდობებელი წერილი - რა თქვა "ბარსას" ყოფილმა თავკაცმა

alt"ბარსას" ფანების რეაქცია, როცა ვალვერდეს წასვლა გაიგეს - 13 იანვრის დაიჯესტი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაანაც მიუქარიაააა
grisha
16:50 17-01-2020
2

სიახლეები პოპულარული