"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის ვაჟმა ლარომ ისაუბრა, თუ რა რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, რომ მისი მამა "ბლაუგრანას" თავკაცი გახდებოდა.
"როცა მამა "ბარსელონასთან" კონტრაქტს აფორმებდა, მეგობრებთან ერთად Fortnite-ს ვთამაშობდი. მამამ დამირეკა და ახალი ამბავი მიამბო. ეს ის მიზანია, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება მიილტვოდა. "ბარსელონას" გაწვრთნა დიდი სიხარულია მისთვის.
*****, მამაჩემი მესის გაწვრთნის! გუშინ ვუყურებდი, როგორ ვარჯიშობდა მესი და ნერწყვები წამომივიდა. ბავშვობაში "რეალის" ფანი ვიყავი, მაგრამ როცა მესი ჩამოვიდა ესპანეთში, კომპიუტერულ თამაშებში "ბარსელონას" არჩევა დავიწყე", - ციტირეს ლაროს El Larguero.
შეგახსენებთ, რომ
სეტიენმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერნესტო ვალვერდე შეცვალა.