სეტიენის შვილი: ****, როცა გავიგე, რომ მამა "ბარსელონას" გაწვრთნის

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის ვაჟმა ლარომ ისაუბრა, თუ რა რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, რომ მისი მამა "ბლაუგრანას" თავკაცი გახდებოდა.

"როცა მამა "ბარსელონასთან" კონტრაქტს აფორმებდა, მეგობრებთან ერთად Fortnite-ს ვთამაშობდი. მამამ დამირეკა და ახალი ამბავი მიამბო. ეს ის მიზანია, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება მიილტვოდა. "ბარსელონას" გაწვრთნა დიდი სიხარულია მისთვის.

*****, მამაჩემი მესის გაწვრთნის! გუშინ ვუყურებდი, როგორ ვარჯიშობდა მესი და ნერწყვები წამომივიდა. ბავშვობაში "რეალის" ფანი ვიყავი, მაგრამ როცა მესი ჩამოვიდა ესპანეთში, კომპიუტერულ თამაშებში "ბარსელონას" არჩევა დავიწყე", - ციტირეს ლაროს El Larguero.

შეგახსენებთ, რომ
სეტიენმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერნესტო ვალვერდე შეცვალა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლარო მაგარი ბიჭი ხარ! ოღონდაც ერთ რამეში არ გეთანხმები, მესის არ ჭირდება გაწვრთნა, ისეა უკვე გაწვრთნილი თავისი ნიჭის წყალობით.
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული