17 იანვარს, "ბარსელონას" ახალმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა მთელი გუნდი რესტორანში დაპატიჟა, - ამის თაობაზე Cuatro იტყობინება.
სეტიენმა ფეხბურთელებს უთხრა, რომ არაჩვეულებრივ გუნდში მივიდა და ამ სეზონში ყველა ტურნირის მოგება შეუძლიათ. სიტყვით ფეხბურთელებიც გამოვიდნენ.
სეტიენი კმაყოფილი დარჩა იმით, რომ გარდა ტრავმირებული ლუის სუარესისა და უსმან დემბელესი, რესტორანში ყველა ფეხბურთელი მივიდა და თანაც დაუგვიანებლად.
"ბარსას" თავკაცმა და მისმა თანაშემწეებმა რესტორანი ყველაზე ბოლოს დატოვეს.