"ბარსელონამ" "ალბასეტეს" ალბანელი თავდამსხმელი რეი მანაი გადაიბირა.
მანაი "ბარსამ" 700 ათას ევროდ შეიძინა და 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა ხელშეკრულება.
22 წლის მანაის კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 50 მილიონი იქნება და ახალ გუნდში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მანაიმ სეგუნდა დივიზიონის მიმდინარე გათამაშების 10 მატჩში 3 გოლი გაიტანა, "ბარსელონაში" კი ჯერ დუბლებში იასპარეზებს.