მადრიდული კატასტროფა - "ატლეტიკომ" მესამე დივიზიონის გუნდის ისტორია შექმნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 იანვარს გამართულ შეხვედრაში მადრიდის "ატლეტიკომ" ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებაში მე-3 დივიზიონის გუნდ "კულტურალ ლეონესასთან" წააგო და "კოპა დელ რეის" დაემშვიდობა.

გასვლით შეხვედრაში მადრიდელები კორეას გოლით 62-ე წუთზე დაწინაურდნენ, მასპინძლებმა კი 83-ე წუთზე კასტანიედას ზუსტი დარტყმით უპასუხეს მრისხანე მეტოქეს. "ლეონესას" ფეხბურთელებმა სიმეონეს გაწვრთნილებს არც ეგ აკმარეს და დამატებით დროში გამარჯვების გოლიც გაუტანეს. თავი 108-ე წუთზე ბენიტომ გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ "კულტურალ ლეონესამ" პირველად დაამარცხა პრიმერა დივიზიონის (ლა ლიგის) გუნდი. აქამდე უმაღლესი ლიგის გუნდებთან 4 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული -
2 "რეალთან" და 2 "ბარსელონასთან". "რეალთან" 2016 წელს ორი მატჩის ჯამში 2:13 დამარცხდა, "ბარსასთან" კი 2016 წელს - 1:5.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული