24 იანვარს გამართულ შეხვედრაში მადრიდის "ატლეტიკომ" ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებაში მე-3 დივიზიონის გუნდ "კულტურალ ლეონესასთან" წააგო და "კოპა დელ რეის" დაემშვიდობა.
გასვლით შეხვედრაში მადრიდელები კორეას გოლით 62-ე წუთზე დაწინაურდნენ, მასპინძლებმა კი 83-ე წუთზე კასტანიედას ზუსტი დარტყმით უპასუხეს მრისხანე მეტოქეს. "ლეონესას" ფეხბურთელებმა სიმეონეს გაწვრთნილებს არც ეგ აკმარეს და დამატებით დროში გამარჯვების გოლიც გაუტანეს. თავი 108-ე წუთზე ბენიტომ გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ "კულტურალ ლეონესამ" პირველად დაამარცხა პრიმერა დივიზიონის (ლა ლიგის) გუნდი. აქამდე უმაღლესი ლიგის გუნდებთან 4 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული - 2 "რეალთან" და 2 "ბარსელონასთან". "რეალთან" 2016 წელს ორი მატჩის ჯამში 2:13 დამარცხდა, "ბარსასთან" კი 2016 წელს - 1:5.