"ბარსელონამ" "ახალი დანი ალვეში" იყიდა

AutoSharing Option
"ბარსელონა" "კორიტიბას" მცველის იან კოუტოს ტრანსფერზე შუთანხმდა, იტყობინება Sport.es.

წყაროს ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" ბრაზილიელის სანაცვლოდ, რომელსაც "ახალ დანი ალვეშს" ეძახიან, 5 მლნ ევრო გადაიხადა.

პერსპექტიული ფეხბურთელი "ბარსელონას" ზაფხულში შემოუერთდება, როცა მას 18 წელი შეუსრულდება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კოუტო ბრაზილიის ასაკობრივ ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფუტბოლ ერთზე ვუყურებ ვალენსია ბარსელონას შეხვედრას.პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა,მაგრამ ვალენსიას სამი გოლი რომ გაეტანა,კაცი ვერ იტყოდა რატომო.ტერ შტეგენმა პენალტი და სულ მცირე სამი საგოლე დარტყმა მოიგერია,ორივე ცენტრალურ მცველს გაფრთხილებები აქვს და მეტოქის კარში და კარისაკენ ორად ორი მესის შორეული და არასახიფათო ჯარიმა დაარტყეს.იყო კიდევ ერთი მომენტი,როცა არტური სრულიად თავისუფალი აღმოჩნდა საჯარიმოს ხაზზე,პირდაპირ კარის წინ,მაგრამ აუცილებლად დასარტყმელის დარტყმა ვერ გაბედა და მესის მიაწოდა ფლანგზე.ბარსელონას არც ტრადიციული ფორმა აცვია და ვერაფრით მიხვდებით,რომ ეს,ბარსელონაა.დე იონგის და ბუსკეტსის 100% სიზუსტის 40 და მეტი პასი,მხოლოდ უკან,ან გვერდით კაცზე კეთდება,მესის და გრიზმანს კი,სრულიად განსხვავებულად ესმით ფეხბურთი.არ გამოდის მათი კომუნიკაცია და გინდა მოკალი.ახლა მეორე ტაიმი იწყებადა არ ვიცი რა იქნება,მაგრამ ჯერ ბარსა ჩვენს ავად მოსაგონარ ანტი ფეხბურთს თამაშობს.
სოსო
20:05 25-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული