"ბარსელონა" "კორიტიბას" მცველის იან კოუტოს ტრანსფერზე შუთანხმდა, იტყობინება Sport.es.
წყაროს ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" ბრაზილიელის სანაცვლოდ, რომელსაც "ახალ დანი ალვეშს" ეძახიან, 5 მლნ ევრო გადაიხადა.
პერსპექტიული ფეხბურთელი "ბარსელონას" ზაფხულში შემოუერთდება, როცა მას 18 წელი შეუსრულდება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კოუტო ბრაზილიის ასაკობრივ ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.