"ბარსელონა" "ვალენსიასთან" უშანსოდ დამარცხდა - სამაგიეროდ იყო ტიკი-ტაკა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 იანვარს, ლა ლიგას მე-20 ტურში "ბარსელონამ" სტუმრად "ვალენსიასთან" 0:2 წააგო.

"ბარსა" "მესტალიაზე" 2007 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა

მე-10 წუთზე ჟერარ პიკემ მასპინძელთა გუნდის მცველი ხოსე გაია წააქცია, მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, მაგრამ მაქსი გომესის დარტყმული ბურთი მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოიგერია. ეს "ბარსაში" ჩემპიონატზე მის მიერ მოგირიებული პირველი თერთმეტმეტრიანია.

თუმცა, შესვენების შემდეგ "ღამურები" ჟორდი ალბას ავტოგოლით დაწინაურდნენ, ხოლო 77-ე წუთზე მაქსი გომესმა მაინც დაამწუხრა კატალონიური გუნდი.

აღსანიშნავია, რომ "ვალენსიამ" ერთხელ ბურთი ხარიხას გაარტყა, ხოლო გაბრიელის
გოლი არბიტრმა სერხიო ბუსკეტსზე უხეშობის გამო არ ჩათვალა.

"ბარსელონას" ბურთის ფლობამ 65% შეადგინა, თუმცა მხოლოდ ტიკი-ტაკა შედეგის მისაღწევად საკმარისი არ გახლავთ.

"ბარსელონას" ისევე როგორც "რეალს" 43 ქულა აქვს და "ბლანკოსს", რომელიც ხვალ გასვლაზე "ვალიადოლიდს" ხვდება,  ერთპიროვნულად გალიდერების შანსი აქვს.

"ვალენსია" კი 34 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ალბას ანგარიშზე პრიმერაზე 4 ავტოგოლია, რაც XXI საუკუნეში "ბარსელონაში" ანტირეკორდია.

ვალენსია. "მესტალია". 45 882 მაყურებელი
ვალენსია - ბარსელონა 2:0
გოლები: 1:0 ალბა (48, საკ. კარში), 2:0 მაქსი გომესი (77)
გამოუყენებელი პენალტი: მაქსი გომესი (10)
მკითხველის კომენტარები / 31 /
აბა კლავიატურის ვირტხებო ხრმად ატკინა ვალენსიმ ბარსას და აფარება უნდა
mesi
27 იანვარი 2020 00:24
1
აბა აყაყანდით ჭაობის ვირთხებო. რა იყო რა განგაში ატეხეთ. ყველამ თქვენს მამიდებს მიხედეთ. სულ, რომ წააგოს ბარსამ თქვენნაირი ფარჩაკების სალაპარაკო ნამდვილად არ არიას. მესიზე კიდევ, რომ ახურებთ და ერთმანეთს ეჯიბრებით ლანძღვაში, რა?საქვეყნოდ აკოცა თანაგუნდელს როლანდოსავეთ და თავი მოეჭრა თუ რაშია საქმე???? თქვენს პედოს მიხედეთ გირჩევნიათ, რომ აღარ მალავს თავის ორიენტირს.
ნუ გაახურეთ საქმე.
26 იანვარი 2020 22:52
3
წლის კომენტარი,სწორედ ეს თეთრები არიან რომლებიც ბარსას ფეხბურთელების ლამაზ ცოლებს რომ ეფერებიან და ავარჯიშებენ. ზუსტად ეს არის კრეატივი, ეს არის დიდიხნის ნაფიქრი კომენტარ ანალიზი. ჰააა ჰააა
ave
26 იანვარი 2020 21:14
2
ბარსამ სუარესიც დაკარგა და სულ მთლად არგენტინის ნაკრებს დაემსგავსა,ყველა მესის რომ შეჰყურებს და თვითონ მაყურებელივით ტაშს უკრავს,მწვრთნელიანად.ერთი ვიდალი დარჩა,რომ იბრძვის და მეკარე კიდევ.ბარსას სატრანსფერო პოლიტიკა,აშკარად ვერ ამართლებს და ლა მასიადანაც აღარ ენდობიან ახალგაზრდებს.ალბათ ვეღარც იქ მუშაობენ კარგად.
სოსო
26 იანვარი 2020 18:02
2
სოსო, რა იყო რა შავ ფერებში ხატავ სურათს, პირდაპირ მიწასთან ასწორებთ ყველაფერს. გეყოთ ეს ანალიტიკობა.
გოჩა
26 იანვარი 2020 21:12
0
აბა ეხლა ბარსას მტრებმმა კარგად მისმინეთ! ვის არ წაუგია და არ დამარცხებულა?რა ბარსაზე შექმენით ერთი ამბავი. რომელი გუნდია მსოფლიოში დაუმარცხებელი, რომ ბარსა იყოს სულ გამარჯვებული? გაიხსენეთ ლივერპული წარსულში რა იყო ერთ ჩვეულებრივი გუნდი, რომელიც უფრო მარცხდებოდა მეტს, ვიდრე იგებდა. უბრალოდ ლივერპულს გაუმართლდა კლოპის ხელში. გუნდისთვის აუცილებელია მაგარი მწვრთნელი, სიმართლე გითხრათ მეც არ მომწონს ბარსას ეს ახალი მწვრთნელი, არ არის ბარსას დონის. ბარსას ეხლა ჭირდება გვარდიოლა ან ენრიკე ან უმაღლესი დონის დამრიგებელი. აქ კომენტარების დამწერებს მოვუწოდებ ფეხბურთელების პირად შეურაცყოფაზე ნუ გადადიხართ. არ არის გუნდისთვის ახალ მწვრთნელთთან შეგუება და მის ტაქტიკაზე უცებ გადასვლ ადვილი. ვისაც ბარსას წაგებები გიხარიათ, ხვალ და შემდეგ თქვენი გუნდი წააგებს და ასე ვიხაროთ ერთმანეთის მარცხებით? მე პირადად სხვისი გუნდი როცა მარცხდება სულ არ მაინტერესებს მისი მარცხი. ჩემთვის მთავარი გუნდია ბარსა და სხვა არცერთი! ბარსას წარმატებები!
გია1
26 იანვარი 2020 17:58
1
სულ გასავარდნად რო ქონდეს ბარსას საქმე ხო ყველამ იცით რო იმ თეთრ ვირთხებს მაინც მიწასთან გაასწორებს როგორც ყოველთვის! უხსოვარ დროს რო მოუგეთ ბოლოს
a.a.
26 იანვარი 2020 15:32
2
აბა რას, ისეთი უსუსური არგუმენტი მოიყვანე "ბარსას ცოლებით" რომ გვეცოდები. რა მაგათ გვერდით იყავი და ყველაფერს ხედავდი????? ცოტა ტვინი აამუშავე და ისე წერე და იკითხე.
ბარსა მესი
26 იანვარი 2020 21:25
1
სწორედ ეს თეთრები არიან რომლებიც ბარსას ფეხბურთელების ლამაზ ცოლებს რომ ეფერებიან და ავარჯიშებენ
aba ra
26 იანვარი 2020 17:59
3
მესი და ბარსა წელს ძალიან უსუსურები არიან,
barsa
26 იანვარი 2020 14:56
4
უსუსური შენ ხარ და შენი კომენტარი.
კოტე
26 იანვარი 2020 22:55
1
მესის ატკინეს ვალენსიამ და დახმარება უნდა,აფარება
barsas
26 იანვარი 2020 11:35
11
საუკუნის დასაწყისში სადაც იყო ბარსა იქ დაბრუნდება მალე..
ზიზუ
26 იანვარი 2020 09:30
10
სეტიენ ასწავლე პიკეს დაცვაში თამაში, რას ალანძღინებ რეალის ფანობას.
ანდრო
26 იანვარი 2020 04:28
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული