ჟოზეფ ბართომეუმ მესის მომავალზე გააკეთა კომენტარი

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეფ ბართომეუმ Marca-ს ჟურნალისტის შეკითხვაზე კომენტარი გააკეთა გუნდის ლიდერი ლიონელ მესის მომავლის შესახებ.

"ლეო "ბარსელონაში" თამაშს მაშინ დაანებებს თავს, როცა მოუნდება. მისი დამოკიდებულება კი ისეთია, რომ სანამ შეძლებს, იქამდე ითამაშებს "ბარსელონაში".

მას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ძალა აქვს "ბარსაში" სათამაშოდ. ლეო მესი აქ კიდევ გარკვეული დროით დარჩება", - თქვა ბართომეუმ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
გენაცვალე ლეო, შენით მიყვარს ფეხბურთი! გული მწყდება, რომ ბარსას არ ეღირსა შენი დონის შესაფერისი მთავარი მწვრთნელი (ისეთი როგორიც იყვნენ გვარდიოლა, ენრიკე) ამ სეტიენმა შენ რა უნდა გასწავლოს? არ მომწონს მისი მიდგომის სტილი(მგონი ვალვერდე სანატრელი გაგვიხდეს???) ბარსას ხელმძღვანელობამ აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მოიყვანოს მაღალი დონის მწვრთნელი, თორემ მერე გვიან იქნება. მესისაც აუცრუვდება გული, თავისი ხასიათიდან გამომდინარე.
barsa mesi
15:57 28-01-2020
1
ზოგიერთ ბრიყვს ჰგონია რომ ბართლომეო, მესის და მისი დაჯგუფების პიკე,ბუსკეტსი და სუარესი გარეშე რამეს წყვეტს.მოედანზე რომ ჩუმად არის ბულკი არ გეგონოთ.მაგის გარეშე ბარსას თავზე ჩიტიც ვერ გადაფრინდება.ასევეა არგენტინის ნაკრებშიც.კრიშტიანოსაც დიდი გავლენა აქვს მაგრამ მწვრთვნელს მისი შეცვლა შეუძლია და მესის ამას ვერავინ გაუბედავს რადგან იცის რომ კაი ჩიტსაც დაიჭერს.
ამაშია საქმე
11:37 30-01-2020
1

სიახლეები პოპულარული