აბიდალის ინტერვიუს მესის მწვავე რეაქცია მოჰყვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი Diario Sport-თან ვალვერდეს წასვლასა და გუნდში არსებულ სიტუაციაზე ალაპარაკდა. აბიდალის თქმით, ახალი მწვრთნელის ძიება მისი მოსვლისთანავე, 2018 წელს დაიწყო.

"ჩვენ ვაგროვებდით ინფორმაციებს სხვადასხვა კანდიდატზე, ვმუშაობდით რამდენიმე ვარიანტზე, მაგრამ პრეზიდენტმა ვალვერდესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ბუნებრივია, მისი გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა მალევე მივხვდით, რომ პრობლემა შედეგში კი არა, არამედ გუნდის კულისებს მიღმა იყო".

18 დეკემბრიდან გუნდმა სერიოზულად დაიწყო მწვრთნელის გათავისუფლებაზე ფიქრი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის გადაწყვეტილება 19 იანვარს გახდა ცნობილი, "რეალთან" გაგორებული ფრის შემდეგ აბიდალმა პირადად დაიწყო ახალ ვარიანტზე
მუშაობა.

"კიკეს ჩვენი დნმ აქვს, - დაამატა აბიდალმა. - მას უყვარს თითოეულ ფეხბურთელთან მუშაობა, მათთანაც კი, ვისაც ცოტა სათამაშო დრო აქვს. კიკე ეხმარება ბიჭებს, თავი გუნდის სრულფასოვან წევრებად იგრძნონ. ეს მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ურთიერთობის დროს გუნდის პროდუქტიულობაც მაღალია".

ხავისთან შეხვედრა ნამდვილად იყო, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ვერ შეჯერდნენ. აბიდალმა ხავისთან შეხვედრაც გაიხსენა: "იანვრის დასაწყისში ჩვენ ხავის შევხვდით, მაგრამ ოფიციალური წინადადება არ ყოფილა. თუკი ხავი საპირისპიროს ამტკიცებს, გვაჩვენოს მაშინ შეთავაზება. მას ორჯერ შევხვდით. პირველ ვიზიტზე გავაცანით გუნდის ხედვა, მეორეზე - ხავიმ თავისი გეგმა აგვიხსნა. ამით დასრულდა შეხვედრები".

აბიდალმა ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ გუნდი არ იყო მოტივირებული, ფეხბურთელების ნაწილი არ ასრულებდა მოვალეობებს და ნაკლებად იტვირთებოდა, რასაც "ბარსელონას" კაპიტანი ლეო მესი გამოეხმაურა:

"გუნდის თითოეულმა წევრმა საკუთარ საქციელზე პასუხი უნდა აგოს. ფეხბურთელები ჩვენს შეცდომებს ვაღიარებთ მინდორზე. იგივე მოეთხოვება ადმინისტრაციას და მათ ქმედებებს. ვფიქრობ, როცა ფეხბურთელებზეა საუბარი, კონკრეტული სახელებიც უნდა ითქვას. სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ მთელი გუნდი არის დამნაშავე, რაც რეალობას არ შეესაბამება."
Sportall.Ge

altბართომეუ და აბიდალი საგანგებო შეხვედრას მართავენ

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს მესი რა უმადური ფეხბურთელი ყოფილა,ბარსამ ყველაფერი მისცა,ბარსას დამსახურებაა ყველაფერი და აქ პრეტენზიობს,წავიდეს თუ უნდა წასვლა და ნახავს ერთი რიგითი ფეხბურთელი გახდება ეგრევე როგორც სანაკრებო დონეზე ტიტულების გარეშეა და რიგითია
barsa
14:30 05-02-2020
24
რა ტქვა უმადური.
ushangi
15:19 05-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული