გრანდთა ვაება - თასიდან "ბარსელონაც" გამოაგდეს, ისიც ბასკურმა გუნდმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 თებერვალს, ესპანეთის თასის 1/4-ფინალში "ბილბაომ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" 1:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

მატჩი დაძაბული იყო, ბევრი მომენტი არ შექმნილა. მეორე ტაიმში მასპინძელთა მეკარე უნაი სიმონმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, კომპენსირებულ დროში კი ინიაკი ვილიამსმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ნახევარფინალში "ბილბაო", "სოსიედადი", "გრანადა" და "მირანდესი" გავიდნენ. კენჭისყრა 7 თებერვალს გაიმართება. პირველი მატჩები 12 თებერვალს ჩატარდება, ხოლო განმეორებითები - 4 მარტს. ფინალს 18 აპრილს სევილია უმასპინძლებს.

"ბარსელონა" 2014 წლის შემდეგ პირველად არ ითამაშებს ამ ტურნირის ფინალში. პირველად 17 წლის შემდეგ, ნახევარფინალში
არც "რეალი" იასპარეზებს, არც "ბარსელონა" და არც "ატლეტიკო".

ბილბაო. "სან მამესი". 49 154 მაყურებელი
ბილბაო - ბარსელონა 1:0
გოლი: ინიაკი ვილიამსი (90+3)
მკითხველის კომენტარები / 2 /
მადლობა გრანდებს! მ ი რ ა ნ დ ე ს ი !!!
barsa
02:53 07-02-2020
1

სიახლეები პოპულარული