El Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონა" მზადაა ფილიპე კოუტინიო გუნდიდან 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას.
გასული წლის აგვისტოში მიუნხენის "ბაიერნმა" კოუტინიო 8.5 მილიონ ევროდ იჯარით წაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ 27 წლის ბრაზილიელმა ბუნდესლიგის ფარგლებში 18 მატჩში 6 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, გერმანელები არ აპირებენ, ფილიპე გუნდში დაიტოვონ.
ბრიტანული მედია, მათ შორის, ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სტივ მაკმანამანი მიიჩნევს, რომ "ლივერპულმა" მხედველობაში უნდა იქონიოს კოუტინიოს ვარიანტი.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონაში" გადასვლამდე კოუტინიო "ლივერპულის" ღირსებას იცავდა. ესპანელებს ბრაზილიელის ტრანსფერი 147 მილიონი ევრო
დაუჯდათ, თუმცა შენაძენმა მოლოდინი არ გაამართლა.