ლეო მესი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას არ აპირებს

AutoSharing Option
მიუხედავად კლუბის სპორტულ დირექტორ ერიკ აბიდალთან კონფლიქტისა, "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას არ აპირებს, - იტყობინება Sky Sports.

გამოცემის მტკიცებით, მესი მინიმუმ კონტრაქტის ამოწურვამდე "ბარსაში" დარჩება.

გუნდში სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც მესი კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს შეხვდა, რომელიც ცალკე ესაუბრა აბიდალს. მესი მზადაა 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელებაზე ბარტომეუს სეზონის დასრულების შემდეგ დაელაპარაკოს.

"ბარსელონა" მესის ხანგრძლივვადიან კონტრაქტს შესთავაზებს და საკითხის მოსაგვარებლად მის მამას, ხორხეს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მანჩერსეტ სიტი არა ის. ლეო მესი ბარსასია სამუდამოდ!
კოკა
12:36 08-02-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული