ვალვერდე საურესმა, მესიმ და პიკემ დაჩაგრეს? რა განუკითხაობა ხდებოდა გუნდში

AutoSharing Option
ერნესტო ვალვერდეს ერა "ბარსელონაში" დასრულებულია, თუმცა მის პერიოდში წარმოქმნილი პრობლემები საზოგადოებისთვის ცნობილი ნელ-ნელა ხდება. რა ხდებოდა გუნდში, რატომ გაიყო კატალონიური გრანდი ორ ბანაკად, ვინ იჭერდა ვალვერდეს მხარეს და ვინ - არა? ჩვენ დეტალურად მოგიყვებით კულისებს მიღმა ისტორიებს, რომლის ეპიცენტრში "ბარსელონას" ვეტერანები და ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელები აღმოჩნდნენ...

22 იანვარს Financial Times-ის ჟურნალისტმა საიმონ კუპერმა თავისი წიგნის, "ბარსას" პრომოტექსტი დაწერა ESPN-სთვის. წიგნში უამრავი ინსაიდერი და საინტერესო ინფორმაციაა. საიმონს ჰქონდა საუბრები გუნდის მენეჯერებთან, ფეხბურთელებთან, თანამშრომლებთან და გაარკვია, რა განსხვავებაა "ბარსელონასა" და სხვა გუნდების
მწვრთნელებს შორის.

  • დღეს "ბარსელონას" მწვრთნელობა უფრო ნაკლებია, ვიდრე უბრალოდ მწვრთნელობა. ამჟამად თამაშზე, სატრანსფერო პოლიტიკასა და მსგავს ფაქტორებზე გავლენას გუნდის წამყვანი ფეხბურთელები, მესის ლიდერობით ახდენენ. მესის როლური მოდელი სტივ ჯობსის მოდელს ჰგავს: საზოგადოების წინაშე ის მშვიდი და მოკრძალებულია, ხოლო გასახდელში ავტორიტარული ლიდერი ხდება.

Sportall.Ge




შესაძლოა, უშუალოდ "ბარსა" არ აღიარებს მესის უზარმაზარ ავტორიტეტს, მაგრამ არგენტინელი დიდი ხანია დამოუკიდებლად წყვეტს საკუთარ და გუნდის თამაშს. მაგალითად, ბოლო წლებში მან დაკარგა ძველებური გამძლეობა და დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარჯვენა ფლანგზე გადასულიყო და არა ძველებურად, შეტევის ფართო არეალში ყოფილიყო. გამომდინარე აქედან, მწვრთნელს უწევდა შეტევის პოზიციები სხვანაირად გაენაწილებინა, რაც პროდუქტიული აღარ იყო.

ყველა მწვრთნელს ესმის, რა პოზიცია ექნება მესისთან შედარებით. "ერთხელ "ბარსას" სავარჯიშო ბაზას ვეწვიე და ვალვერდეს ოფისში შევიარე, - იხსენებს საიმონი. - ხშირად მინახავს მწვრთნელების ოფისები, თუმცა ვალვერდეს ოფისი ყველაზე ცარიელი იყო. დაფაზე მხოლოდ სავარჯიშო გრაფიკი იყო გამოკრული, არანაირი პირადი ნივთი იქ არ ყოფილა. მან კარგად იცოდა, რომ ამ ადგილს მრავალი წელია ერთი და იგივე მენეჯერები აკონტროლებენ. ხოლო მწვრთნელი აქ - უბრალოდ გამვლელია".

  • მესის გავლენა საზღვრებს ცდება. მას შეუძლია არა მხოლოდ მოითხოვოს ტრანსფერი, არამედ დაბლოკოს ის და პრეზიდენტი ბართომეუ ანგარიშის ჩამბარებლად გამოიყვანოს.
მაგალითად, 2019 წლის ზაფხულში ლეომ ნეიმარის ტრანსფერი პირადად ბართომეუს მოსთხოვა. პრეზიდენტი ამ იდეის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა საკუთარი ავტორიტეტის დაკარგვის შეეშინდა და ნეიმარის ტრანსფერის საქმიანობის ინსცენირებას შეუდგა, შემდეგ კი მესისთან თავს იმართლებდა: "ყველაფერი ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა."

  • იმავე ძალას ფლობენ პიკე და სუარესი, მათ ინტერესებს მესი ლობირებს.
მწვრთნელები ურთულეს ვითარებაში ვარდებიან. მათ უწევთ, როგორმე მესის და საკუთარი ინტერესები ისე გაატარონ, რომ ნაკლებად ავნონ გუნდის პროდუქტიულობას, თუმცა ასე, ფაქტია, არ გამოდის. ზუსტად ამ მახეში გაება ვალვერდეც.


ვალვერდეს დროს "ბარსელონას" დაუჯერებლად უდროო უქმე დღეები ჰქონდა

31 აგვისტოს "ოსასუნასთან" ფრედ ითამაშეს და ვალვერდემ მოულოდნელად 4-დღიანი დასვენება გამოაცხადა. სიტუაციას უცნაურს ის ხდიდა, რომ მანამდე "ბარსა" კვირაში ერთხელ თამაშობდა და ფეხბურთელები დაღლილები არ ყოფილან.
ნოემბრის დასაწყისში გუნდმა "სლავიასთან" წაიბორძიკა და მწვრთნელმა ორდღიანი შესვენება დააანონსა. გუნდის უმრავლესობამ ვერ გაიგო ერნესტოს გადაწყვეტილება, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში "სელტასთან" მოსამზადებლად ერთი დღე დარჩებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებმა 4:1 გაანადგურეს მეტოქე, ფეხბურთელებისთვის გადაწყვეტილება მაინც გაუგებარი იყო.

Sportall.Ge

 

9 ნოემბრის მონაცემებით, "ბარსელონას" 26 უქმე დღე ჰქონდა, ხოლო "რეალს" - 17. თუმცა ნოემბრის შემდეგ სხვაობა კიდევ უფრო იზრდება.
მას შემდეგ, რაც მადრიდის "ატლეტიკომ" კატალონიელები სუპერთასიდან გამოაგდო, ვალვერდეზე წნეხი გაიზარდა, თუმცა მწვრთნელმა გუნდს 4-დღიანი დასვენების საშუალება მისცა. თითქმის გამორიცხულია, სხვა მწვრთნელი ანალოგიურად მოქცეულიყო მსგავს სიტუაციაში.

Sportall.Ge

 

წიგნის ავტორი არ გამორიცხავს, რომ ზოგჯერ ვალვერდეს გადაწყვეტილებების უკან არ იდგნენ მესი, სუარესი, პიკე და ბუსკეტსი, თუმცა არსებობს ისეთი კადრები, რომელიც მწვრთნელის მიმართ დაუმორჩილებლობას და უპატივცემულობას ასახავს. მაგალითად, Rakuten TV-ზე დოკუმენტური გადაცემა გადიოდა "ბარსაზე". ერთ-ერთ ეპიზოდში პიკე მოჰყვა, რომ 2018/19 წლების სეზონში "რეალის" 5:1-ით განადგურების შემდეგ წვეულებაზე წასვლას აპირებდა. პიკე იხსენებს:

"მე ვეუბნები მას: "მისმინეთ, მისტერ ვალვერდე, ჩვენ წვეულებაზე მივდივართ", ის კი მპასუხობს: "რატომ, რატომ? ერთ მიზეზსაც ვერ ვხედავ, რის გამოც  წვეულებაზე უნდა გაგიშვათ". მე კიდევ ვუპასუხე: "მიმიფურთხებია, ჩვენ მაინც წავალთ."

გადაცემაში პიკე ამ ყველაფერს იუმორისტულ სახეს აძლევს, თუმცა წარმოუდგენელია, ის ამ ტონით გვარდიოლას, კლოპს ან ზიდანს დალაპარაკებოდა.

ხშირმა დასვენებებმა ფეხბურთელების ტრავმები და ფიზიკური ფორმის დაკარგვა გამოიწვია

ხორდი ალბა - ნოემბერში ტრავმის გამო 37 დღით გამოეთიშა.
არტურმა - 50 დღე გაიუქმა ტრავმის გამო.
დემბელემ - 110, უმტიტიმ - 55.
გარდა ამისა, მეორე ტაიმის ბოლოს "ბარსას" აღარ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მოწინააღმდეგისთვის ღირსეული კონკურენცია გაეწია, გოლების გაშვებასთან ერთად, ისინი უბრალოდ ვეღარ დარბოდნენ. "ატლეტიკო" ბოლო წუთებში ჩვენზე დასვენებულად გამოიყურებოდა" - აღიარა გრიზმანმა სუპერთასიდან გავარდნის შემდეგ.

Sportall.Ge

 

ვეტერანების შემთხვევაში გასაგებია, რომ მათ კარგად იციან თავიანთი ორგანიზმი და მწვრთნელის გარეშე შეძლებენ სწორად დატვირთვას, თუმცა ტერ შტეგენი, გრიზმანი და ფრენკი აღმოჩნდნენ მათ შორის, ვისაც ვარჯიში, დატვირთვა და მწვრთნელისგან რჩევების მიღება სურდა. მაგალითად, ფრენკი ყოველი შეხვედრის შემდეგ თავისი მოქმედებების ანალიზს ვალვერდეს სთხოვდა.
მეორე ბანაკი მხოლოდ ვალვერდეს ადანაშაულებდა და არა ვეტერანების დაჯგუფებას. არ არსებობს ფრაქციებს შორის კამათის დამადასტურებელი არგუმენტები, თუმცა "ლეგანესთან" პირველი ტაიმის შემდეგ, როცა "ბარსას" ზუსტი დარტყმაც არ ჰქონდა მოწინააღმდეგის კარში, გასახდელში ფეხბურთელები ერთმანეთს ხმამაღლა უყვიროდნენ.
ფაქტია, ვალვერდეზე დიდი წნეხი იყო, ორი ბანაკი მისგან რადიკალურად განსხვავებულს მოითხოვდა, თამაშის შედეგები კი უარესდებოდა. ისიც ფაქტია, რომ ერნესტო გუნდის ისტორიაში ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე რბილი ხასიათის აღმოჩნდა.
ვალვერდეს წასვლასაც არაერთგვაროვნად შეხვდნენ ფეხბურთელები. მესიმ და პიკემ თბილად გააცილეს. ფრენკი ბანალური სიტყვებით დაემშვიდობა "ინსტაგრამის" სთორის მეშვეობით, შემდეგ სეტიენის მოსვლის პოსტი მოიწონა და "თვითერზე" სტატუსად დაწერა:
"ვუბრუნდებით სწავლების რეჟიმს" - რითაც მიანიშნა აუდიტორიას, რომ ვალვერდეს დროს არაფერს სწავლობდა.









მკითხველის კომენტარები / 7 /
es statia uechveli realis fanis dacerilia))))
Temo
00:17 07-02-2020
2
მესის რომ ავტორიტეტი ექნება ამას რა გამოცნობა უნდა მაგრამ ვალვერდე იყო ამდენ ხანს ბარსაში გასაჩერებელი?ჯერ რომასთან რა ქნეს შარშან ლივერპულთან.კოუტინიო თლად დააჩლუნგა თავისი უვიცი ტაქტიკით ბარსა და დაცვა გაგიგონიათ ბოლო 16წელია მხოლოდ ვაჩვერდეს ხელში დაკარგა გუნდმა თავისი სტილი
თემური
23:25 06-02-2020
0

სიახლეები პოპულარული