L'Équipe: მესი - ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია ევროპაში

AutoSharing Option
ფრანგული L'Équipe ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელების სიას აქვეყნებს.

პირველ ადგილზე კატალონიის "ბარსელონას" შემტევი ლიონელ მესია, რომლის ყოველთვიური შემოსავალი 8.3 მილიონი ევროა.
მეორე ადგილს ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო დასჯერდა, რომელსაც 4.5 მილიონს უხდიან.
ბრაზილიელ ნეიმარს, რომელიც "პსჟ"-ს ღირსებას იცავს, შედარებით ნაკლები - 3 მილიონი ევრო აქვს ყოველთვიური გასამსრჯელო.
ანტუან გრიზმანი და ლუის სუარესი 2.9 მილიონს იღებენ, ხოლო ბეილი და აზარი - 2.5 მილიონს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ალალია შენზე ლეო მაღალი ხელფასი, რასაც შენ მინდორზე აკეთებ გულშემატკივრებისთვის შენი თამაშით, მეტიც გეკუთვნის.
5
კი წერია მაღალი ხელფასი ლეოსი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ნახევარ ხელფასს ქველმოქედებას ახმარს მაგ: ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოსთან აქვს ხელშეკრულება და აფრიკის ბავშვთა (აღარ მახსოვს სახელი) რაღაც ორგანიზაციასაც ეხმარება. დასაფასებელია შენი აქციელი ლეო!
გია1
12:34 08-02-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული