ყოფილი მსაჯი ანდუხარი: წარმოუდგენელია, რატომ არ დანიშნა მესის ხელით დაჭერის გამო არბიტრმა პენალტი

AutoSharing Option
ყოფილმა მსაჯმა ხუან ანდუხარ ოლივერმა "ბეტისისა" და "ბარსელონას" მატჩის (2:3) დასასრულს მასპინძელთა კარში არდანიშნულ პენალტზე გააკეთა კომენტარი, როდესაც მეკარესთან პირისპირ გასული ლეო მესი მარკ ბარტრამ შეაჩერა, მსაჯმა ხუან მარია სანჩესმა კი წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

"უბრალოდ წარმოუდგენელია, რატომ არ დადო არბიტრმა ნაღდი თერთმეტმეტრიანი; ხომ ცხადი იყო, რომ მცველმა მეტოქე ხელით დაიჭირა.

შესაძლოა, მან მომენტი ვერ დაინახა, მაგრამ ასეთ სიტუაციებში ვიდეოგამეორება უნდა გამოიყენონ", - ციტირებს ანდუხარს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
მსაჯის მხრიდან ამ მომენტს ქვია "ვხედავ, მაგრამ ვერ ვხედავ"
barsa mesi
09:13 10-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული