"ჩაძაღლდი, რამოს" - რას უყვიროდნენ "ოსასუნას" გულშემატკივრები სერხიო რამოსს?

AutoSharing Option
ლა ლიგის 23-ე ტურში მადრიდის "რეალმა" "ოსასუნას" სტუმრად 4:1 სძლია.

Marca-ს ცნობით, მასპინძლების გულშემატკივრებმა პირველივე წუთიდან დაიწყეს "რეალის" კაპიტნის, სერხიო რამოსის მისამართით სტვენა. 38-ე წუთზე სერხიომ მოწინააღმდეგის კარის აღება მოახერხა, ტრიბუნებიდან კი "ჩაძაღლდი, სერხიოს" მღეროდა განაწყენებული გულშემატკივარი. ასევე, 33 წლის ესპანელს სანთებელა ესროლეს, რომელმაც, საბედნიეროდ, მიზანს ვერ მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ "ოსასუნამდე" "რეალი" რეალ სოსიედადს" ეთამაშა, სადაც მთავარი აგრესორი თავად სერხიო რამოსი იყო, რომელმაც თავის ყოფილი თანაგუნდელის, მატინ ედოგარის დედას **ზი უწოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული