დღეს მადრიდის "რეალი" ბრაზილიელ ტალანტს წარადგენს

AutoSharing Option
დღეს, 18 თებერვალს, "რეალი" ნახევარმცველ რეინერის პრეზენტაციას მოაწყობს, - იუწყება "სამეფო კლუბი" თავისი ვებგვერდით.

ღონისძიება "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე საქართველოს დროით 16:30 საათზე დაიწყება.

18 წლის რეინერი ლა ლიგაში "რეალისა" და "სელტას" მატჩს დაესწრო, დღეს კი სტადიონზე ახალი გუნდის მაისურით გავა და პრესას გაესაუბრება.

ის "ბლანკოსმა" იანვარში 30 მილიონ ევროდ შეიძინა და თავიდან "კასტილიაში" ითამაშებს.

რეინერმა ბრაზილიის მიმდინარე ჩემპიონატზე "ფლამენგოში" 14 შეხვედრაში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული