"ეიბარის" მწვრთნელი: რატომ გამოტოვებს მესი მატჩს? ის თამაშის დროსაც ისვენებს...

AutoSharing Option
"ეიბარის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის მენდილიბარმა ლა ლიგის 25-ე ტურის წინ საკუთარი აზრი გამოთქვა "ბარსელონას" ვარსკვლავ ლიონელ მესის შესახებ.

"ეჭვი მეპარება, რომ მესიმ ჩვენთან გასამართი მატჩი გამოტოვოს. ის თამაშის დროს ისვენებს ხოლმე; იცის, როდის უნდა მობილიზდეს, აენთოს და როდის მოდუნდეს. ტრიბუნებიდან თვალის მიდევნება ლეოსთვის უფრო მტკივნეული იქნებოდა.

მახსოვს ერთი შემთხვევა. მაშინ "ოსასუნაში" ვმუშაობდი და თასზე "ბარსას" ვეთამაშებოდით. მესიმ დილის ვარჯიში გააცდინა და შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. ანგარიშით 0:2 ვმარცხდებოდით, როცა დავინახე, როგორ ხურდებოდა ლეო. შემოვიდა, 2 გოლი გაგვიტანა და 0:4
წავაგეთ", - განაცხადა მენდილიბარმა.

"ბარსელონასა" და "ეიბარს" შორის შეხვედრა ხვალ, 22 თებერვალს, "ნოუ კამპზე" გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული