AS-ის ცნობით, "რეალმა" თავდამსხმელ ქარიმ ბენზემასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
გამოცემის მტკიცებით, მხარეები რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებას და ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გააგრძელეს. "სამეფო კლუბი" 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს უფრო ხანგრძლივვადიან კონტრაქტს არ უფორმებს.
ბენზემასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას "რეალი" ოფიციალურად მხოლოდ სეზონის ბოლოს გამოაცხადებს.
ის "რეალის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს და მის რიგებში 409 მატჩში 240 გოლი გაიტანა.