"ეს ძალიან არასასიამოვნოა. მე ბიჭი ვარ, რომელიც თავიდან ბოლომდე "ბარსელონისთვის" ვიბრძოდი. ბავშვობიდან ვოცნებობდი პირველ გუნდამდე მიმეღწია და მიზანი შესრულებული იყო, მაგრამ ახლა უბრალოდ მომიშორეს. ეს უსამართლობაა იმის ფონზე თუ როგორ წარმატებულად ვასპარეზობდი.
ისინი ბევრს საუბრობენ კანტერაზე, მაგრამ პირიქით აკეთებენ. ნებისმიერ შემთხვევაში "ბარსაზე" ცუდი შთაბეჭდილება არ დამრჩენია. მადლობელი ვარ ამ გუნდის, უბრალოდ არ მომეწონა როგორ მომექცნენ. სულ ეს არის." - განაცხადა პერესმა.