ლა ლიგაზე "ლევანტესთან" 0:1 წაგების შემდეგ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა:
"ამ ერთ კვირაში 5 ქულა დავკარგეთ. რას იზამ, ასეთია ფეხბურთი. არაფერი არ მაღელვებს, ფეხბურთში მგავსი რამეები ხდება ხოლმე.
მიმდინარე სეზონში ძალიან კარგი პერიოდები გვქონდა და ორი უკანასკნელი წარუმატებლობის გამო არ უნდა დავნებდეთ. აუცილებელია სწორი დასკვნების გამოტანა და წინსვლა. ეს წარუმატებელი მონაკვეთია და მომავალ კვირაზეა ფიქრი საჭირო, როდესაც ამ სეზონში გადამწყვეტი შეხვედრები გველის", - განაცხადა ზიდანმა El Chiringuito TV-ის ეთერში.