კატალონიური "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ჟერარდ პიკემ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ნაპოლისთან" გამართულ შეხვედრაში კოჭის ტრავმა მიიღო, თუმცა მომავალ "ელ კლასიკოში" თამაშს მაინც აპირებს.
Sport.es-ის ინფორმაციით, "სტადიო სან პაოლოს" დატოვებისას პიკემ განაცხადა: "რეალთან" მაინც ვითამაშებ, კოჭი უკეთაა!"
სეზონის მეორე "ელ კლასიკო" 2 მარტს, მადრიდში გაიმართება. "ბარსელონაში" გადადებული და შემდეგ გამართული პირველი მატჩი კი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.