რა ხდება კროოსის თავს? - "რეალის" ექსფეხბურთელი ტონის იგნორირებამ დააეჭვა

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ალვარო ბენიტომ ნახევარმცველ ტონი კროოსზე ისაუბრა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში სათადარიგო იყო.

"კროოსი მოთელვაზეც კი არ გავიდა. მის თავს რაღაც ხდება. "სიტიმ" ორი გოლი გაიტანა, ის კი შეცვლაზეც არ შეიყვანეს. ამ დროს გუნდის უფრო შემტევი ფეხბურთელებით გაძლიერება იყო საჭირო.

მე ვნახე, ზიდანი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ კროოსის გარშემო რაღაც ხდება", - განაცხადა ბენიტომ რადიო Cadena SER-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული