ელ კლასიკოს წინ "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესიზე ისაუბრა.
"მას დიდ პატივს ვცემ. ვფიქრობ, ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი ფეხბურთელია და მისადმი დიდი პატივისცემით ვარ განმსჭვალული.
იმედია, კვირას მისი დღე არ იქნება. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩვენ ჩვენი სამუშაო შევასრულეთ. კიდევ უკეთესი, თუ მოვიგებთ.
როგორც კოლეგა-პროფესიონალს, ლეოს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, ოღონდ მხოლოდ იქამდე, ვიდრე ეს ჩვენ ნეგატიურად არ შეგვეხება!
ეს რთულია, თუმცა ჩემი მაქსიმალური პატივისცემით სარგებლობს. ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესოა", - ციტირებს სერხიოს ლა ლიგას საიტი.
ეს რთულია, თუმცა ჩემი მაქსიმალური პატივისცემით სარგებლობს. ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესოა", - ციტირებს სერხიოს ლა ლიგას საიტი.