სერხიო რამოსი: მესი ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი ფეხბურთელია

AutoSharing Option
ელ კლასიკოს წინ "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესიზე ისაუბრა.

"მას დიდ პატივს ვცემ. ვფიქრობ, ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი ფეხბურთელია და მისადმი დიდი პატივისცემით ვარ განმსჭვალული.

იმედია, კვირას მისი დღე არ იქნება. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩვენ ჩვენი სამუშაო შევასრულეთ. კიდევ უკეთესი, თუ მოვიგებთ.

როგორც კოლეგა-პროფესიონალს, ლეოს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, ოღონდ მხოლოდ იქამდე, ვიდრე ეს ჩვენ ნეგატიურად არ შეგვეხება!

ეს რთულია, თუმცა ჩემი მაქსიმალური პატივისცემით სარგებლობს. ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესოა", - ციტირებს სერხიოს ლა ლიგას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიყვარს გულწრფელი ხალხი
0
"ამაშია საქმე და მისი ამქრები" თუ ემხრობიან რამოსს? რამოს მიუხედავად ჩემი ანტიპატიისაა შენდამი, ყოველივე შენს სიტყვაზე ხელს ვაწერ.
ბარსა მესი.
11:02 29-02-2020
1

სიახლეები პოპულარული