სუარესი: დიდიხანია ახალგაზრდა ფორვარდის მოყვანას ვითხოვდი

AutoSharing Option
ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი კატალონიის "ბარსელონასთვის" უფროდაუფრო რეალური ხდება. ლუის სუარესი, რომელიც ამჟამად მუხლის ტრავმას იშუშებს, ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.

"ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერია. მას აქვს ტექნიკა. ის თამაშობს საკმაოდ მაღალ დონეზე. სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია კლუბის ხელმძღვანელობას ახალგაზრდა ფორვარდის მოყვანას ვთხოვდი. სანამ მე წავალ, ის უკვე დაასრულებს ადაპტაციას, მანამდე კი გადატვირთულ რეჟიმს შეგვიმსუბუქებს და ჯანსაღ კონკურენციას გააჩენს." - ციტირებს ლუისს RAC1.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ლაუტარომ 30 მატჩი გამართა და 16 გოლი გაიტანა, ასევე მის ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემაა.

altლაუტარომ

"მანჩესტერს" უარი შეუთვალა, რადგან "ბარსელონაში" სურს გადასვლა

altლაუტარომ და კონტემ მსაჯზე გაიწიეს - "ინტერი" ზედიზედ მესამე ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული