110 წლის შემდეგ პირველად, ესპანეთის თასზე ბასკური ფინალი გაიმართება

AutoSharing Option
ესპანეთის თასის ფინალში ბასკური გუნდები გავიდნენ - ნახევარფინალში "ბილბაომ" "გრანადას" (1:0, 1:2), ხოლო "სოსიედადმა" "მირანდესს" (2:1, 1:0) სძლია.

ეს გუნდები ესპანეთის თასის ფინალის სტანდარტულ ფორმატში ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან. 1910 წელს კლუბებს შორის უთანხმოების გამო თასის ორი პარალელური გათამაშება გაიმართა - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მადრიდში ორგანიზებული და არაოფიციალური, რომელიც კლუბებმა სან-სებასტიანში ჩაატარეს.

არაოფიციალური ტურნირის ფინალში "ბილბაომ" "სოსიედადი" დაამარცხა. მოგვიანებით ორივე ტურნირი ოფიციალურად ცნეს, როგორც მე-9 და მე-10 გათამაშება.

"ბილბაოს" თასი" 23-ჯერ აქვს მოგებული, "სოსიედადს" კი - 2-ჯერ.

ფინალი 18 აპრილს,
სევილიის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ხალხია ბასკები, ესპანელებში არ აგერიოთ, ქართველები ძალიან უყვართ და აფასებენ, ვერ იტანენ ნირიახა ესპანელებს.
ბნბ
12:40 06-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული