"ლა ლიგას" თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელეს

AutoSharing Option
ესპანეთის უმაღლესი საფეხბურთო დივიზონის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კატალონიური "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი დაასახელეს.

გასულ თვეში ფეხბურთის 32 წლის ლეგენდამ "ლა ლიგის" 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლს+პასის სისტემით 10 ქულა დააგროვა. "ლევანტესთან" გამართულ მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა, "ბეტისთან" - 3, "ხეტაფესთან" კი - 1. თებერვლის ბოლო მატჩში მესიმ "ეიბარს" 4 გოლი გაუტანა.

"ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში მესიმ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 18 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ბარსელონამ" 55 ქულა დააგროვა და
ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
მსოფლიო ჩემპიონობა რომ გუნდურია,სწორედ იმ გუნდში უნდა ითამაშო გასაოცრად და შენი მრავალოქროს ბუციანობა უნდა დაამტკიცო.
ნიანია ბაკურიანი
11:50 07-03-2020
4
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ვერცერთი ოქროს ბურთი და ბუცი ვერ გადაწონის.
nikolozi
22:39 06-03-2020
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული