ლა ლიგაზე "სოსიედადთან" ნამატჩევს (1:0) კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა გააკეთა.
"ვიცოდით, ძალიან რთული შეხვედრა იქნებოდა, მეტოქეს ზედიზედ 6 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, მათ შორის "სანტიაგო ბერნაბეუზე". კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და კარგად ფლობენ ბურთს.
რამდენიმე მომენტს თუ არ ჩავთვლით, მატჩს ვაკონტროლებდით. ხანდახან სირთულეებს ვაწყდებოდით, მაგრამ მომონტებს ვქმნიდით.
VAR-ის წყალობით მოვიგეთ. ის ეპიზოდი სკამიდან ვერ დავინახე, ძალიან შორს იყო. აშკარა მომენტის შესაქმნელად მოთმინება უნდა გამოიჩინო. ზედმეტად ვჩქარობთ ხოლმე და ვმარცხდებით.
თუმცა, როდესაც მეტოქე ჩვენზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობს და წინ მოიწევს, თავისუფალი ზონები
რჩება. ამის გამოყენებას ვცდილობთ. ადვილი არ არის, მაგრამ შევეცდებით, უკეთ ვითამაშოთ.
VAR-ის წყალობით მოვიგეთ. ის ეპიზოდი სკამიდან ვერ დავინახე, ძალიან შორს იყო. აშკარა მომენტის შესაქმნელად მოთმინება უნდა გამოიჩინო. ზედმეტად ვჩქარობთ ხოლმე და ვმარცხდებით.
თუმცა, როდესაც მეტოქე ჩვენზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობს და წინ მოიწევს, თავისუფალი ზონები
ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, მებრძოლი. ეს ისაა, რაც მომწონს. რთულ მატჩში ვიმარჯვეთ და ახლა მოგება "რეალისთვისაა" აუცილებელი", - ციტირებს სეტიენს "მარკა".