მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ხელფასის გასამმაგებას მოითხოვს

AutoSharing Option
Goal.com-ის ცნობით, "ბარსელონასა" და მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით პრობლემები წარმოიშვა.

გოლკიპერს ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და "ბარსა" გახანგრძლივებას სთავაზობს, მაგრამ გერმანელი სანაცვლოდ გასამრჯელოს გასამმაგებას მოითხოვს - უნდა, სეზონური ანაზღაურება 15 მილიონ ევრომდე გაუზარდონ.

კატალონიურ კლუბს მისი მოთხოვნა გადაჭარბებულად მიაჩნია და თანაც, ფინანსური ფეარ-პლეის გამო უარს ეუბნება.

ტერ შტეგენი "ბარსელონამ" "გლადბახისგან" 2014 წელს 12 მილიონ ევროდ შეიძინა და ახლა მისი სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული