გოლკიპერს ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და "ბარსა" გახანგრძლივებას სთავაზობს, მაგრამ გერმანელი სანაცვლოდ გასამრჯელოს გასამმაგებას მოითხოვს - უნდა, სეზონური ანაზღაურება 15 მილიონ ევრომდე გაუზარდონ.
კატალონიურ კლუბს მისი მოთხოვნა გადაჭარბებულად მიაჩნია და თანაც, ფინანსური ფეარ-პლეის გამო უარს ეუბნება.
ტერ შტეგენი "ბარსელონამ" "გლადბახისგან" 2014 წელს 12 მილიონ ევროდ შეიძინა და ახლა მისი სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონია.