მადრიდის "რეალის" ფეხბურთისა და კალათბურთის გუნდების მოთამაშეები კარანტინში იქნებიან: ერთ-ერთ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კარანტინის საჭიროება იმ მიზეზით გახდა საჭირო, რომ ფეხბურთელები და კალათბურთელები ერთ ბაზაზე ვარჯიშობენ.
"ეიბართან" გასამართი მატჩი, რომელიც 13 მარტს იყო დაგეგმილი, გადაიდება" - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
მადრიდის "რეალის" ოფიციალური განცხადების შემდეგ, რამდენიმე წუთში, ლა ლიგამ დააანონსა, რომ ჩემპიონატი შეჩერდა.
გუნდი ჯერ-ჯრეობით არ ასახელებს კალათბურთელის ვინაობას.